მცირე მიმოხილვა:
ეს არის სამაგიდო თამაში სახელად “36 სამეფო".
მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს 36 სამეფო, უეცრად გავრცელდა მომაკვდინებელი დაავადება, დაავადების წინააღმდეგ ყველა სამეფო უძლურია, მაგრამ ამ უბედურ ჟამს, ციდან დედამიწის ერთ-ერთ უდაბნოში ჩამოვარდა მეტეორის პატარა ნატეხი, ქვა სახელად "ჰიპატია", ამ ქვის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა, ჰიპატიას შეუძლია მასში არსებული ენერგიით განკურნოს ნებისმიერი ადამიანი რომელიც მას შეეხება. სამწუხაროდ მისი ენერგია მხოლოდ ერთი სამეფოს განკურნებას ჰყოფნის, ამიტომ სამეფოებმა დაიწყეს ერთმანეთის განადგურება ამ ქვის დასაუფლებლად,
თამაში გვაძლევს საშუალებას, რომ ავირჩიოთ სამეფო ან სამეფოები და ერთი გმირი.
ჩვენ ნელნელა ვიწყებთ სხვა სამეფოების განადგურებას იქამდე, სანამ სხვა მოთამაშეების არჩეულ სამეფოებს არ გავანადგურებთ ან ჩვენს სამეფოს არ გაანადგურებენ სხვა მოთამაშეები. გამარჯვებულს გადაეცემა ერთი ჰიპატიას ქვა. თამაშის ხანგრძლივობა არ გახლავთ დიდი, ასე რომ შესაძლებელია რამოდენიმე ხელი ითამაშოთ მაგალითად ჯამურ 5 გამარჯვებამდე.
მოთამაშეთა რაოდენობა 2-24 არის განსაზღვრული.
ინსტრუქცია:
1. ყველა მოთამაშე იღებს სამეფოების ბარათს (თავიდან უმჯობესია დაიწყოთ თითო სამეფოს ბარათის აღებით, მაგრამ სამეფოების რაოდენობა ერთ მოთამაშეზე შეზღუდული არ არის).
სამეფოს ბარათი არ უნდა აჩვენოთ სხვა მოთამაშეებს.
2. ყველა მოთამაშე იღებს თითო-თითო გმირის ბარათს.
გმირის ბარათი დადეთ თქვენს გასწვრივ, ისე რომ ყველა ხედავდეს თქვენს გმირს.
3. პირველ ჯერზე თამაშს იწყებს არჩეული გმირის ბარათზე, მარცხენა ზედა კუთხეში დაწერილი ყველაზე მცირე რიცხვის მფლობელი. ყველა მომდევნო ჯერზე თამაშს დაიწყებს გამარჯვებული მოთამაშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ ორი გამარჯვებული გამოვლინდა (ასეთი რამ შესაძლებელია), მაშინ თამაშს დაიწყებს ამ ორი მოთამაშიდან ის, რომლის გმირის ბარათზეც უფრო დაბალი რიცხვი ეწერება.
4. თქვენს მიერ აღებულ სამეფოს ბარათზე წერია სამეფოს კოდი, რომელიც მეორდება დაფაზე არსებულ სამეფოებზე, შესაბამისად თქვენ იმ სამეფოს მფლობელი ხართ რომლის კოდიც ბარათზე გიწერიათ.
5. მოთამაშეები იწყებენ სამეფოების განადგურებას, სამეფოს განადგურება ხდება დაფაზე მოცემული სამეფოს კოდის დაძახებით. საწყისი მოთამაშიდან საათის ისრის მიმართულებით, თითო მოთამაშე წრეზე იძახის ერთ სამეფო კოდს რომლის განადგურებაც სურს, განადგურებულ სამეფოს, დაფაზე ეხურება მცირე ზომის აფეთქების ბარათი.
6. თუ განადგურებული სამეფო, დაემთხვევა ნებისმიერი მოთამაშის ხელთ არსებულ სამეფოს ბარათის კოდს, ესეიგი ის მოთამაშე ტოვებს თამაშს (თუ ერთი მოთამაშე თამაშობს ერთზე მეტი სამეფოს ბარათით, მაშინ თამაშს ტოვებს ყველა მისი სამეფოს განადგურების შემდეგ), საბოლოოდ გაიმარჯვებს ის მოთამაშე, რომლის სამეფოც გადარჩება.
7. გმირის ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ შეცვალოთ თამაშის წესები მათი სუპერძალის მიხედვით.
გმირები და სუპერძალები/უნარები:
თქვენს მიერ არჩეული სამეფოდან გამოიძახეს საუკეთესო მებრძოლები რომელთა მოვალეობაა გაანადგურონ სხვა სამეფოები, იქამდე სანამ სხვა გაანადგურებს მათ სამეფოს.

1. დრაკონი:
დრაკონმა თუ აღმოაჩინა და გადაწვა მოთამაშის სამეფო ის აღარ გაჩერდება. ანუ თუ დრაკონის მფლობელი მოთამაშე, სამეფოს კოდის დაძახების შედეგად გაანადგურებს სხვა მოთამაშის სამეფოს, მისი ჯერი არ იცვლება და აგრძელებს სამეფოების განადგურებას იქამდე, სანამ გმირის გარეშე არსებულ სამეფოს არ გაანადგურებს, ეს უნარი მოქმედებს ყოველთვის.

2. ასტრალი:
მისი სუპერძალა არის სხვა მოთამაშეში ჩასახლების უნარი, ანუ როდესაც ამ გმირის ყველა სამეფო განადგურდება მას შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სხვა მოთამაშე და არჩეული მოთამაშის სამეფო გახდება მისიც და ჩვეულებრივად აგრძელებს თამაშს, მაგრამ ასტრალის გმირმა არ იცის სად მდებარეობს არჩეული სამეფო, ამიტომ არის იმის ალბათობა, რომ საკუთარი სამეფო გაანადგუროს.
თამაშის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული ხდება ორი მოთამაშე სწორედ ამ გმირს უკავშირდება, თუ მის მიერ არჩეული მოთამაშე გაიმარჯვებს, ავტომატურად გამარჯვებული ხდება ასტრალიც. თუ მოთამაშეთა რაოდენობა არის/დარჩება 2 ადამიანი, მაშინ ამ გმირის უნარი არმოქმედებს.

3. ლაზერი:
გმირის ძლიერი და გამჭოლი ლაზერი ანადგურებს სამეფოებს ერთ რიგად.
ანუ ამ გმირის მფლობელ მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ დროს, თამაშში მხოლოდ ერთხელ, აირჩიოს დაფაზე არსებული სამეფოების ჰორიზონტალური ან ვერტიკალური სვეტი და მთლიანად გაანადგუროს იგი.

4. ფენიქსი:
ფენიქსი სიკვდილის შემდეგ ფერფლიდან აღდგება.
თუ ამ გმირის მფლობელობაში არსებული ყველა სამეფო განადგურდება და დაფაზე იარსებებს თავისუფალი სამეფო, მის ჯერზე ფენიქსი კიდევ დაიძახებს სამეფოს კოდს და თუ ის გაანადგურებს რომელიმე მოთამაშის სამეფოს, მის მფლობელ მოთამაშეს აქვს უფლება სამეფო ბარათების დასტიდან აიღოს თითო-თითოდ ბარათები იქამდე სანამ ჯერ გაუნადგურებელ სამეფოს ბარათს ამოიღებს, ამის შემდეგ ის აგრძელებს თამაშს ახალი სამეფოთი, ფენიქსი როდესაც თავის უნარს იყენებს, არცერთი გმირის უნარი მასზე არ მოქმედებს.

5. კლონი:
მას აქვს უნარი, შექმნას კლონი.
თამაშში მხოლოდ ერთხელ, ნებისმიერ დროს, ზედიზედ ორჯერ იძახის სამეფოს კოდს, ანუ გაანადგურებს ორ სხვადასხვა სამეფოს.

6. ტელეპორტი:
თამაშში მხოლოდ ერთხელ, ნებისმიერ დროს, ამ გმირს შეუძლია გამოიყენოს ტელეპორტის უნარი და შეიცვალოს სამეფო, სამეფოს შეცვლა ხდება აჩეხილი სამეფოს ბარათების დასტიდან ერთი ბარათის ამოღებით, თუ ეს ბარათი დაემთხვევა განადგურებულ სამეფოს, მაშინ იგი ეთიშება თამაშს, თუ ბარათზე მოცემული სამეფო ჯერ არ განადგურებულა მოთამაშე გააგრძელებს თამაშს ახალი სამეფოთი, ძველი სამეფოს ბარათი დააბრუნეთ დასტაში და აჩეხეთ დასტა. ამ უნარის გამოყენება შესაძლებელია მაშინაც თუ თქვენი ყველა სამეფო გაანადგურეს, უნარის გამოსაყენებლად არ არის სავალდებულო თქვენს რიგს დაუცადოთ.

7. ტელეკინეზი:
ამ გმირს, ტელეკინეზის ძალით შეუძლია სხვა მოთამაშეს ათქმევინოს სამეფოს კოდი, ანუ ნებისმიერ დროს, თამაშში მხოლოდ ერთხელ, შეგიძლია სხვა მოთამაშის მაგივრად დაასახელოთ სამეფოს კოდი.

৪. ასასინი:
მას შეუძლია მოკლას გვერდზე მყოფი მოთამაშე, ანუ ნებისმიერ დროს მის ჯერზე, თამაშში მხოლოდ ერთხელ, ასასინს შეუძლია გამოიყენოს მისი უნარი და გამოატოვებინოს სამეფო კოდის დაძახება მის მარცხნივ მყოფ მოთამაშეს (გარდა ფენიქსის გმირისა თუ ფენიქსი იყენებს თავის უნარს).

9.ტროლი
არ გააჩნია დამატებითი უნარი