დაბრუნების პირობები

 

 

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

 

 

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

36samefo.ge პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ან დაიბრუნოთ გადახდილი თანხა, თუ:

 

  • 1. შეკვეთის ჩაბარებამდე გადაიფიქრეთ შეძენა, ამ შემთხვევაში გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ
  • 2. პროდუქტი ჩაგბარდათ ისეთი დაზიანებით, რომ შეუძლებელია მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება, პროდუქტს დავიბრუნებთ უკან და თქვენს მიერ გადახდილ თანხას დავაბრუნებთ.
  • 3. შეკვეთას დააგვიანდება 10 სამუშაო დღე თბილისში და 15 სამუშაო დღე რეგიონებში.

საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

 

რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

  • • პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

 

 

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

  • • შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით ..... დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში.

 

 

რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

  • • თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა. დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს 36samefo.ge.

ქარხნული წუნის 14 დღის შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ აღარ ვართ ვალდებულები დავიბრუნოთ პროდუქტი.

 

 

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?

  • • თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში
  • • დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 8 სამუშაო დღეში. მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 10-12 სამუშაო დღეში.
  • • 36samefo.ge-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.

 

 

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

36samefo.ge ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.

ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან

 

 

როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?

  • • თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

 

 

ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

  • • 36samefo.ge-ი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.