წესები და პირობები
ონლაინ მაღაზია www.36samefo.ge წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „36samefo.ge”.
36samefo.ge -ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და 36samefo.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე შეკვეთის განხორციელებით მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება 36samefo.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია 36samefo.ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით. 36samefo.ge-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
- • 36samefo.ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) - ინდივიდუალური მეწარმე ოთარ კიზირია ოთარ კიზირია. პირადი ნომერი: 01019073593
- • მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს 36samefo.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
- • მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
- • პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
- • რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ, პროდუქტის შეკვეთის განხორციელებისას შეყვანილი ინფორმაცია.
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს 36samefo.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის მომხმარებელი და 36samefo.ge. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
- • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
- • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას 36samefo.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
- • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
- • არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
- • არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
- • არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
- • არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
- • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს 36samefo.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, 36samefo.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის 36samefo.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას;
- • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და 36samefo.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორცილების დროს საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.
მომხმარებელი პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც თქვენ უთითებთ საკუთარი ბარათის მონაცემებს, ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
36samefo.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
36samefo.ge, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს საკურიერო მომსახურების პარტნიორს.
ვებგვერდის სტატისტიკა
ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, მოახდინოს ვებგვერდის ვიზიტორებისა და შემსყიდველების სტატისტიკის ანალიზი გაყიდვების სტიმულირების მიზნით.
მარკეტინგი და კომუნიკაცია
მარკეტინგის სამსახური უფელბამოსილია, რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მიაწოდოს სიახლეების შესახებ ინფორმაცია.